“იარე ფეხით” ვაკის პარკში

“იარე ფეხით” – ქვეითთა არტ პროექტი

 

ორგანიზაცია “იარე ფეხით“, ქვეითთა არტ პროექტის ფარგლებში, თბილისში მომავალი ინსტალაციების გახსნას აანონსებს. ინსტალაცია BLACK ვაკის პარკში 4 ივლისს 18:00 საათზე ჯგუფ Lady Heroine–ს სოლო კონცერტის პარალელურად გაიხსნება.

პროექტის პირველი ინსტალაცია “მწვანე კედელი” პირველ ივლისს მიცკევიჩის ქუჩის კუთხეში გაიხსნება. ინსტალაცია წარმოადგენს სარეკლამო ბილბორდის ადგილზე დამონტაჟებულ მცენარეთა კედელს. მისი ავტორია ნატო ბაგრატიონი.

“მწვანე კედლის” კეთების პროცესი

 

მეორე ინსტალაცია, როგორც უკვე გითხარით, 4 ივლისს ვაკის პარკში გაიხსნება. BLACK ქიტო ჩხაიძის ქმნილებაა, რომელიც წყლისა და ჰაერის დაბინძურების მაღალ დონეს უსვამს ხაზს. ავტორის აზრით, სიმბოლურია ასევე ფაქტი, რომ ინსტალაცია ვაკის პარკში განთავსდება, რადგან სწორედ აქ დგას ხეების გაჩეხვის პრობლემა ყველაზე მწვავედ. ინსტალაციას ქართული ჯგუფი Lady Heroine ახალი პროგრამით გახსნის. კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება უფასოა.

ინსტალაცია BLACK ვაკის პარკში განთავსდება

 

ქვეითთა არტ პროექტს მესამე ინსტალაციის “ჩემი ფეხების” გახსნა დაასრულებს. ბოლო ინსტალაციის ავტორი ნიკა ქუთათელაძეა. “ჩემი ფეხები” სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან 5 ივლისს 16:00 საათზე გაიხსნება.

ღონისძიებათა სრული გეგმა იხილეთ ლინკზე.

გააკეთეთ კომენტარი